loader image

გიორგი მაისურაძე

ბიზნეს ტექნოლოგიები და მათი მენეჯმენტი 2.0

12.06.2022 - 20.07.2022

10 ლექცია

20 საათი

500₾

კურსის აღწერა

კურსის მიზანია მსმენელების როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება. იმ ძირითადი ბიზნეს აპლიკაციების საწყისების ცოდნა, რომელიც გავრცელებულია ორგანიზაციის სხვადასხვა ერთეულების სამართავად. გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით, კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი თანამშრომლები და გაზარდონ ორგანიზაციაში დასაქმებისა და დაწინაურების შესაძლებლობა.  კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით (ITIL4, COBIT5, PMP5, Lean). კურსის მიმდინარეობის პერიოდში განხილული იქნება ქართული კომპანიების რეალური წარმატებული მენეჯერული მაგალითები.

კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული:

გაანალიზებს მეწარმისთვის და მენეჯერისთვის საჭირო ინოვაციურ მიდგომებს, მინიმალური სიცოცხ-ლისუნარიანი პროდუქტის შექმნის მნიშვნელობას (MVP) ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის

გაანალიზებს თანამედროვე დიჯიტალ კომპანიის მართვის საშუალებებს

გაიგებს ERP, CRM , BI – ტექნოლოგიების როლს კომპანიებში და მათი გამოყენების Best Practices – ებს.

ექნება შესაძლებლობა/ცოდნა დაიწყოს კარიერა შემდეგ პოზიციებზე: პროექტის მენეჯერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, პროდაქტ ოუნერი. 

გაუჩნდება შესაძლებლობა  კომპანიაში დაწინაურდეს დიჯიტალ ინიციატივების გამოთქმის ხარჯზე

მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებები ბიზნეს აპლიკაციების მიმართულებით.

სილაბუსი

ლექცია 1: შესავალი

ლექცია 2: ინოვაციების ტრენდები და ტექნოლოგიები

ლექცია 3: CRM-ის სისტემა და არსი

ლექცია 4: IT სერვისების მართვის კონცეფცია და ITIL მართვის პრაქტიკები

ლექცია 5: საწარმოო რესურსების სისტემა და არსი

ლექცია 6: ERP სისტემების ფუნქციონალი (მარაგები, შესყიდვა, გაყიდვები, ფინანსები, წარმოება)

ლექცია 7: რეპორტინგის სისტემები და არსი – BUSINESS INTELLIGENCE

ლექცია 8: პროდუქტის კონცეფციის შექმნა და მისი მიწოდება

ლექცია 9: პროექტის შინაარსის მართვა (Scope Management) – PM ; პროექტის ცვლილებების მართვა

ლექცია 10: დამხმარე სისტემები ორგანიზაციებში (Jira, MS Planner, MS To-Do)

კურსზე რეგისტრაცია