loader image
დღე
საათი
წუთი
წამი

FRONTEND (HTML & CSS)

600 ლარი

21.09.2021 - 29.10.2021

12 ლექცია

36 საათი

კურსის აღწერა

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებგვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპირო სურათის ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებგვერდებს.

ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავად შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება.

თუკი ადრე ინოვაციური იდეის რეალიზებისათვის საჭირო იყო ფინანსები, დღეს ადამიანს შეუძლია თავად დაეუფლოს იდეის რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკურ ცოდნას, მაგალითად, შეისწავლოს ვებგვერდის აწყობა და შექმნას საკუთარი კომპანიის ვებგვერდი, ააწყოს ონლაინ მაღაზია ან რაიმე სხვა ვირტუალური ონლაინ სერვისი.

ამ კურსის ფარგლებში მსმენელები დაეუფლებიან იმ ცოდნას, რომელიც მათ საშუალებას მიცემს გაერკვნენ ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში, თავად ააწყონ Front-End აპლიკაცია ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

კურსი პრაქტიკული ხასიათისაა და კურსის განმავლობაში მსმენელბს მოუწევთ მარტივი ვებგვერდების შექმნა.

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

ვებ დეველოპმენტის სფეროში 2018 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს. დასაქმებულია სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში (Academy Of Digital Industries, Business And Technology University, Geolab, Unilab) Front End Development- ის ლექტორის პოზიციაზე.

ასევე არის სტაჟირების ხელმძღვანელი ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში;

მონაწილეობა მიუღია ისეთ პროექტებში, როგორიცაა:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტში  “Front End პროგრამირება რეგიონში”  – Front End -ის კურსის ლექტორი;

ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორიის პროექტი “უნილაბი სკოლაში” – Front End -ის კურსის ლექტორი;

გაეროს განვითარების პროგრამის და ჯეოლაბის მხარდაჭერით “Front End-ის კურსი გოგოებისთვის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან” პროექტში – Front End -ის კურსის ლექტორი.

სილაბუსი

  1. რა არის web და როგორი პრინციპით მუშაობს
  2. რა არის HTML/CSS და რისთვის არის ის საჭირო
  3. ედიტორის გარჩევა კოდის წერისთვის
  4. პროექტისათვის დოკუმენტების ორგანიზება
  5. Chrome DevTools
  6. HTML5 დოკუმენტის სტრუქტურა
  7. HTML ტეგების დამატება
  1. CSS სელექტორების თვისებები და მათი მნიშვნელობის განხილვა 
  2. Reset Css
  3. Css ფაილების დაკავშირება
  4. Css ბოქს მოდელი
  5. Box-sizing
  6. Xd ძირითადი ხელსაწყოები
  1. Display Property
  2. ტიპოგრაფიასთან მუშაობა: 
  3. ფონტები და შესაბამისი ფორმატები ვებისთვის
  4. სასურველი ფონტის მოძება და გამოყენება 
  5. ფონტების სტილების/ზომების მართვა 
  6. Font-ის გამოყენებით icon-ების გენერირება

GitHub რეგისტრაცია და მოხმარების წესები

  1.  რეპოზიტორიის შექმნა
  2.  პროექტის ატვირთვა
  3.  ცვლილებების შეტანა
  1. Float & Clear
  2. პროცენტების გამოყენება
  3. ფსევდო ელემენტები
  4. ფსევდო კლასები
  5. კოდის ვალიდაცია
  1. Position Property
    – Static
    – Absolute
    – Relative
    – Fixed
    – Sticky
  2. Background Image Property
  3. Transform Property
  1. Hover ეფექტები
  2. Transition Property
  3. KeyFrame Animations
  4. Box Shadow – ჩრდილი
  5. Border Radius – მომრგვალებული კუთხეები
  1. Flexbox -ის მიმოხილვა და გარჩევა
  2. Fontawesome
  3. Icomon
  1. ვებ გვერდის რესპონსიული წყობა
  2. Css @media-ს გამოყენება
  3. Breakpoints in Responsive Web Design
  4. Autoprefixer Css
  1. საძიებო სისტემებისათვის ინფორმაციის ოპტიმიზაცია
  2. სოციალური ქსელებისთვის ინფორმაციის ოპტიმიზაცია
  3. Html Form Elements
  1. რა არის ჯავასკრიპტი 
  2. ცვლადები
  3. ოპერატორები
  4. ციკლები
  1. მასივები
  2. მეთოდები მასივებზე
  3. .forEach, .map, .filter, .reduce მეთოდების განხილვა და იმპლემენტაცია
  1. ფუნქციები
  2. რა არის DOM?
  3. DOM მანიპულაციები ჯავასკრიპტში
  4. Html ელემენტებთან მუშაობა
  5. Event-ებთან მუშაობა

კურსზე რეგისტრაცია