ვაკო ჯინჭარაძე
გრაფიკული დიზაინი
გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი
გრაფიკული დიზაინის კურსი OBG Academy-ში არა მხოლოდ გასწავლით Adobe Photoshop და Illustrator-ის პროგრამებს და დიზაინის პრინციპებს, არამედ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას თქვენი შემოქმედებითი ნამუშევრები Alumni Shop-ში განთავსების გზით რეალური შემოსავალის წყაროდ აქციოთ.
Alumni Shop – ექსკლუზიური ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მხარდაჭერას უწევს კურსდამთავრებულებს – აქ მხოლოდ ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყიდება. ეს არ არის უბრალოდ სწავლება, არამედ კარიერული შესაძლებლობების შექმნა!
რას ისწავლით კურსის განმავლობაში?
- გრაფიკული დიზაინის ძირითადი პრინციპები – ფორმის, კომპოზიციის, ფერთა თეორიისა და შრიფტების გამოყენება.
- ვიზუალური იდენტობა – ბრენდის სტილის შემუშავება და მისი ვიზუალური ელემენტების შექმნა.
- სოციალური მედია დიზაინი – სოციალური მედიის პლატფორმებისთვის მიმზიდველი და ეფექტური კონტენტის შექმნა.
- UX & UI დიზაინი – მომხმარებლის გამოცდილებისა და ინტერაქციის დიზაინის საფუძვლები.
- ბეჭდური დიზაინი – ბეჭდური მასალების (ბროშურები, პოსტერები, ვიზიტკები და სხვა) შემუშავება.
- ლოგოს დიზაინი – ბრენდის იდენტობის შემადგენელი ელემენტი და მისი სტრუქტურა.
- მაისურების, ჰუდების, ჩანთების და სხვა ტექსტილის პროდუქტების ბრენდირება.
რისთვის უნდა აირჩიოთ ეს კურსი?
- Alumni Shop – რეალური შემოსავლის შესაძლებლობა
- 0-დან პროფესიონალურ დონემდე - ნაბიჯ-ნაბიჯ შესწავლა, რომელიც დამწყებებს დაეხმარება გრაფიკული დიზაინის საფუძვლიანად გაცნობაში.
- პრაქტიკული სწავლება - რეალურ პროექტებზე დაფუძნებული ამოცანები, რაც საშუალებას მოგცემთ თეორია დაუყოვნებლივ გადაიტანოთ პრაქტიკაში.
- კომპლექსური მიდგომა - კურსი მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ მედია საშუალებებთან მუშაობის საფუძვლებს.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?
- კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ შემოსავლის წყარო – თუ გიყვარს ხელოვნება, დიზაინი და გინდა შენი ნამუშევრებით რეალურად გამოიმუშაო ფული, OBG Academy გაძლევს ამ შესაძლებლობას!
- დამწყები დიზაინერებისთვის, რომლებიც 0-დან სწავლობენ.
- მარკეტერებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ვიზუალური კონტენტის შექმნას.
- ყველა დაინტერესებულისთვის, ვისაც სურს დიზაინის სფეროში საფუძვლიანად დაიმკვიდროს თავი.
ლექტორი:

Alumni shop
Alumni Shop – ეს არის OBG Academy-ის კურსდამთავრებულების ექსკლუზიური მაღაზია, სადაც იყიდება მხოლოდ ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილი დიზაინებით დამზადებული ტანსაცმელი.
- შენი ნამუშევრები აღარ იქნება მხოლოდ პორტფოლიო – ისინი გაიყიდება
- შემოსავლის პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ სწავლებისას
- პირდაპირი კავშირი დიზაინის სამყაროსთან
- მხარდაჭერა ახალგაზრდა დიზაინერებს
თუ გინდა, რომ შენი ნამუშევრები უბრალოდ არ დარჩეს პორტფოლიოში, არამედ გახდეს გაყიდვადი პროდუქტი და პირველი შემოსავალი მოგიტანოს – Alumni Shop ამისთვის საუკეთესო ადგილია.
შექმენი, გაყიდე, დაიწყე კარიერა OBG Academy-დან!