სოციალური მედიის მართვის კურსი
კურსის მიზანია, მონაწილეებმა გაიგონ სოციალური მედიის როლი თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში და მიიღონ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა ეფექტურად მართონ სხვადასხვა პლატფორმა, განსაზღვრონ სტრატეგია და იზრუნონ ბიზნესის ზრდაზე
რას ისწავლით კურსის განმავლობაში?
- Facebook-სა და Instagram-ის ხარისხიანი კონტენტის შექმნა – ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური პოსტების დიზაინისა და შექმნის ტექნიკები.
- სარეკლამო სტრატეგიის შედგენა – სწორი სტრატეგიის განსაზღვრა თქვენი მიზნების მიხედვით.
- სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა – მარკეტინგული კვლევისა და აუდიტორიის სეგმენტაცია.
- ბიუჯეტირება – სწორი ფინანსური დაგეგმარება სარეკლამო კამპანიებისთვის.
- კამპანიების მონიტორინგი და რეპორტინგი – კამპანიების შედეგების შეფასება და რეპორტების მომზადება.
- ოპტიმიზაცია – არსებული კამპანიების გაუმჯობესება შედეგების მაქსიმიზაციისთვის.
რისთვის უნდა აირჩიოთ ეს კურსი?
- პოზიტიური ბიზნესის შედეგები - სწორი კონტენტის შექმნითა და სტრატეგიული მიდგომით, შეძლებთ ბიზნესის უფრო სწრაფ განვითარებას.
- პრაქტიკული მაგალითები - რეალურ კომპანიის ქეისებზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლება, რაც ხელს შეუწყობს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას.
- კომბინირებული მიდგომა - თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკულ ნაწილში დეტალურად განიხილავთ როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ ბიზნეს ქეისებს.
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?
- ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებიც ეძებენ სოციალურ ქსელებზე მომგებიან სტრატეგიებს.
- მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება.
- ყველა დაინტერესებულისთვის, ვისაც სურს სოციალური მედიის მართვის სრული სურათი.